|
2021-11-15 14:28:25, 575 ნახვა
პოლიტიკა
გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა
გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა, - აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს. "დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში აღნიშნული პიროვნება სისტემატიურად იტესტებოდა დაწესებულებაში შესვლის წინ და არც ერთ ეტაპზე მას ვირუსი არ დადასტურებია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, იგი სამოქალაქო კლინიკაში გავიდა გარკვეული მანიპულაციისთვის და იქიდან დაბრუნებამდე საკონტროლო ტესტირებაზე დადგინდა მისი დადებითი შედეგი. შესაბამისად, ის დაწესებულებაში აღარ მოხვედრილა", - აცხადებენ პენიტენციურში. ცნობისთვის, 14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)