|
2021-11-15 11:59:16, 751 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - ფაქტია, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის
ფაქტია, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის. - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, პენიტენციური სამსახური სუს-ის ტექსტს იმეორებს.
"როდემდე უნდა გამოიყენოს პენიტენციურია სამსახურმა სუს-ის ბოდვა არგუმენტად. ამ "საქმეზე" გამოძიება დაწყებულია 1 თვეზე მეტია და გარდა გაუგებარი ჩანაწერებისა, არაფერი მოგვისმენია. არც ერთი რეალური, ქმედითი ღონისძიება არ გვინახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. და ვერც ვნახავთ. ეს გამოძიება ზუსტად ამიტომ დაიწყეს - ჯერ ერთი, ეს იყო წინააარჩევნო კამპანიის ნაწილი, ახლა კი კარგად გამოიყენეს სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არმიყვანის "გასაპრავებლად". ფაქტია, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის და ყველაფერს აკეთებს, რომ მათ შორის საკუთარ სასამართლო პროცესებში არ მიაღებინონ მონაწილეობა, რაც არის წარმოუდგენელი რამ". - აცხადებს ადვოკატი. ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ პიჯაკების საქმეზე იმართება. თუმცა პენიტენციურის ცნობით ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესს კვლავ ვერ დაესწრება. მიზეზად პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ეტაპირების დროს ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან გზების ბლოკირებას ასახელებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)