|
2021-11-15 09:57:06, 2009 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ ორგანიზებით დღეს აქცია გაიმართება და ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს თბილისში აქცია გაიმართება და ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. როგორც პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, აქცია 15:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათზე დასრულდება. მისივე თქმით, ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, თუმცა ხელისუფლებისთვის და რეჟიმისთვის იქნება გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო მწვავე გახდება. "ხვალ, 15 ნოემბერს, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე. მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო მწვავე გახდება! სახლში ჯდომის დრო აღარ არის, თუ გვინდა ქვეყანას ავარიდოთ უბედურება და შემდგომში მრავალწლიანი სამოქალაქო გახლეჩა! გთხოვთ ყველას, ვისაც ხვალ გაქვთ გადაუდებელი საქმე, არ დაგეგმოთ საავტომობილო გზების გამოყენება ამ საათებში! რეჟიმი უნდა ვარყიოთ, სანამ არ ჩამოინგრევა! პ.ს. შემოუერთდით სამართლიან ბრძოლას. გიწვევთ ხვალ აქციებზე და შეკრების ზუსტ ლოკაციებს დღეს საღამოს შეგატყობინებთ!"- წერს მელია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)