|
2021-11-14 12:17:48, 679 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ექიმები 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე, ვფიქრობ, სააკაშვილი საპირისპირო მდგომარეობაშია
ვგრძნობ, როგორ ზრუნავენ ადამიანზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის ტელევიზორში რას ვლაპარაკობ ან რას ვაკეთებ,- პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ექიმებს მასზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, ექიმები ძალიან უფრთხილდებიან მის ჯანმრთელობას, თუმცა შეგრძნება აქვს, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპირისპირო მდგომარეობაში იმყოფება. "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რესპუბლიკურის ექიმებს, რომლებიც მონაცვლეობით, 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. აქ არანაირი პოლიტიკა, სიძულვილი, გულგრილობა არ არსებობს. ვგრძნობ, როგორ ზრუნავენ ადამიანზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის ტელევიზორში რას ვლაპარაკობ ან რას ვაკეთებ. სათითაოდ უფრთხილდებიან ჩემს თითო ელექტროლიტს:-) ვახო კალოიანზე ალბათ წიგნს დავწერ:-) ამას ვწერ და ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ზუსტად საპირისპირო მდგომარეობაშია. ეს ასე აღარ იქნება! ზუსტად ვიცი!" - წერს ხოშტარია. ცნობისთვის, მე-11 დღეა, რაც მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)