|
2021-11-14 11:07:35, 663 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლას ნატო-ს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი სტუმრობს
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნატო-ს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ვიზიტის მიზანია შეაფასოს სკოლის, როგორც ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის მქონე ინსტიტუტის ხარისხის მართვის სისტემა. „ვიზიტი იძლევა უნიკალურ და რეალისტურ შანს, ნატო-მ აღიაროს სკოლის სწავლებისა და ორგანიზაციული მართვის სისტემის სრული შესაბამისობა ნატო-ს სტანდარტებთან. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა, რომელმაც ისაუბრა სკოლის, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივის როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ნატო-ს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა ყურადღება სკოლის საერთაშორისო მიღწევებზე გაამახვილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2020 წელს სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო კურსის ნატო-ს მიერ შერჩეული (NATO Selected) სტატუსით მოპოვებით, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ალიანსის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომელმაც ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი განავითარა. ნატო-ს ექსპერტების ვიზიტით, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, DIB სკოლის სახით მიიღოს პირველი სასწავლო დაწესებულება ნატო-ს ხარისხის მართვის ნიშნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)