|
2021-11-13 17:45:38, 635 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ აჩვევს საზოგადოებას, რომ გადავინაცვლეთ პუტინის რუსეთის ბანაკში
როგორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის ვიზიტიც არ უნდა ყოფილიყო, მისი შესვლა პოლიტიკურ პატიმარ სააკაშვილთან ავტომატურად არ წყვეტდა პრობლემას, ეს არ გამოიწვევდა სააკაშვილის გათავისუფლებას,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას, რომ ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, სადაც შესაძლოა ევროპელ პოლიტიკოსს ციხეში პატიმრების ნახვაზე უარი უთხრან, ის ქვეყნებია, რომლებსაც თავისუფალი სამყაროს წევრობაზე უარი აქვთ ნათქვამი. “მარტივია თვალი გადავავლოთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც შეიძლება ევროპარლამენტარებს, ან ნებისმიერ ევროპელ პოლიტიკოსს უარი უთხრან ციხეში ნებისმიერი პატიმრის ნახვაზე. ეს ის ქვეყნებია, რომელთაც ღიად აქვთ ნათქვამი უარი თავისუფალი სამყაროს წევრობაზე და არიან იმ ბანაკში, რომელიც უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს და არიან პუტინის რუსეთის ბანაკში. ეს არ არის ულტრირება. არცერთ ქვეყანაში, რომელსაც სურს, რომ იყოს ნატო-ს, ევროკავშირის წევრი ან ზოგადად, თავისუფალი სამყაროს წევრი, არ შეიძლება ეს მოხდეს”,- განაცხადა ბოკერიამ. ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარი მიიღო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)