|
2021-11-13 14:57:21, 744 ნახვა
პოლიტიკა
აქცია-პერფორმანსი ეროვნულ ბანკთან - „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები ყავას 1 დოლარად ყიდიან
"გირჩი - მეტი თავისუფლება" ეროვნული ბანკის შენობასთან აქციას რეგულაციების დარღვევით მართავს და მომხმარებელს ყავის შეძენას 1 დოლარად სთავაზობს. აქცია-პერფორმანსით პარტიის წევრები ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს არღვევენ. პარტიის წევრების განმარტებით, აქციის მიზანია საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ რამდენად აბსურდული რეგულაციები არსებობს ქვეყანაში და როგორ ცდილობენ ჩაერიონ მოქალაქეების ეკონომიკურ ურთიერთობებში. „აქციის მიზანია, საზოგადოებას დავანახოთ რამდენად აბსურდული რეგულაციები გვაქვს ქვეყანაში ფინანსური მიმართულებით და როგორ ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს აქ შეგიძლიათ ყავა შეიძინოთ 1 დოლარად, რაც არის რეგულაციის დარღვევა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მხოლოდ ლარით შეგიძლიათ ანგარიშწორება, ასევე შეგიძლიათ გადაიხადოთ კრიპტო ვალუტით და ასევე შეგიძლიათ ჩვენგან ისესხოთ 1 დოლარი, რაც ასევე რეგულაციის დარღვევაა. მოქმედი რეგულაციის თანახმად არ შეიძლება 200 000 ლარზე ნაკლების სხვა ვალუტაში გასესხება“ - აცხადებს გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)