|
2021-11-13 12:32:33, 774 ნახვა
პოლიტიკა
გიული ალასანია ილია მეორეს შეხვდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. როგორც გიული ალასანიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, პატრიარქთან შეხვედრას არ ესწრებოდა მისი მოსაყდრე, მეუფე შიო და ილია მეორეს მდივან–რეფერანდი, შორენა თეთრუაშვილი. "მე ვიცი, რომ მისთვის [ილია მეორესთვის] არაა სულერთი ჩემი შვილის მდგომარეობა. ვიცი, რომ ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი. ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეს შეხვედრა. იყო პატრიარქი, ორ სამღვდელო პირთან ერთად, რომლებიც ალბათ ზრუნავენ მასზე. ვილაპარაკეთ საერთოდ, ზოგადად, რომ საქართველოში როგორი ტრადიცია იყო, რომ სიცოცხლე ძალიან ფასობდა, რომ ჩვენ სამართალში სიკვდილით დასჯის პუნქტი არ არსებობდა, ასეთი თემები, ძალიან მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული". – აცხადებს გიული ალასანია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)