|
2021-11-12 22:17:57, 749 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - თავისუფალ სამყაროს მოუწევს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება
ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება, თავისუფალ სამყაროს მოუწევს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება. "დევიდ კრამერისნაირი ფიგურა, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მეგობარია იქიდან მოყოლებული, როცა მაღალი თანამდებობის პირი იყო და ახლაც შეერთებულ შტატებში ჩვენ რეგიონთან და რუსეთთან მიმართებაში ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ ნელ-ნელა დგება აუცილებლობა სანქციების დაწესების ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, მიუთითებს ქვეყანაში არსებული კრიზისის სიმწვავეზე. მისი განცხადებით ეს არის ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას თავისუფალმა სამყარომ და შეერთებულმა შტატებმა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პროცესი ასე თუ გაგრძელდა ივანიშვილის წინააღმდეგ ეს რეალობა აუცილებლად დადგება, რაც ბუნებრივია, საქართველოსთვის არ არის კარგი. უბრალოდ, ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, როცა ეს საფრთხე, დიდი ალბათობით, გარდაუვალი გახდება თუ სწრაფად არ შეიცვალა ვითარება უკეთესობისკენ", — ამბობს ბოკერია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)