|
2021-11-12 11:26:31, 652 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი სააკაშვილის კადრებზე - ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა. - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა პოკუსში უნდა იყოს. „მე შემიძლია ვთქვა ძალიან ცხადად, რომ ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნება რამენაირად ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას. ამავდროულად, ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნების მიზანი რამენაირად პასუხობს იმას, რაც უნდა იყოს ფუკუსში, რაც არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა მათ შორის, ღირსებისა და პირადი ცხოვრევბის ხელშეუხებლობის დაცვა“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსნებთ, რომ გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვლის მორიგი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ კადრების გავრცელების მიზანია, აჩვენონ, თუ როგორ "მიაყენა სააკაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა" თანამშრომლებს და როგორ დააზიანა მან ტექნიკა. ხოლო ადვოკატების განცხადებით, კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 დღეა შიმშილობს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)