|
2021-11-11 18:32:59, 929 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტის მზაობას გამოთქვამს და პირობას აყენებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის 42-ე დღეს შიმშილობის შეწყვიტის გადაწყვეტილება მიიღო. - ამის შესახებ ინფორმაციას სააკაშვილის ადვოკატი და მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. "მივმართავ ყველა ქართველს, ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღემდე მიზანმიმართული და დაგეგმილი მკვლელობის ოპერაციაა, დამკვეთი ერთადერთია ვლადიმერ პუტინი. დღეს გავრცელებული კადრები, რომელიც კარგად ასახავს ვინ არის გამარჯვებული და ვინ ბლენეთის მხარეს უმძიმესად აზიანებს მთავარ ხელისუფელბას, ამიტომ თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფელბამ ეს კადრები, თუმცა ამ პარადაოქსს ერთი ახსნა აქვს მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება, იმდენად რომ ხელისუფლების მომდევნო პორვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირიპირება, რასაც მოყევება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია. მე არ მაქვს უფლება არ შევეწინააღმედგო ამ კატასტროფული სცენარის გავითარებას. მივიღე გადაწყვეტილება გავითვალისწინოს სტრასბურგის სასამართლოს თხოვნა და შევწყვიტო შიმშილობა. მეორე ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა - შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი უფრო რთული ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი, ამიტომაც გლდანის საავადმყოფოში არ არის ამის პირტობები, გარდა ამისა წარმოუდგენელია ვენდო დაწესებულების თანამშრომლებს რომლები წამების პირობებში მამყოფებს და ასევე მათი ძალადობის ამსახველი კადრები დღეს იხილეთ.ასევე დიდ საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან ამ ჰოსპიტალიდან - იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის დამკვეთია. შესაბამისად, ვითხოვ, ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა მეთოდით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს. კონსილიუმი უნდა იყოს პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე, ჩემი წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლობის თანაბარი ექიმების შემადგენლობით“, - ნათქვანია სააკაშვილის წერილში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)