|
2021-11-11 15:43:02, 723 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის ვიდეოკადრებზე – ტერმინ „გატაცებას" ოპონენტები ამკვიდრებენ საზოგადოების ცნობიერებაზე მავნე ზეგავლენის მოსახდენად
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა სააკაშვილის გატაცების შესახებ და მას მავნებლური უწოდა. „მინდა, გავაკეთო განცხადება ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ მავნებლურ ბრალდებებზე. დავიწყებ ტერმინით „გატაცება", რომელსაც ჩვენი ოპონენტები ამკვიდრებენ და უნდათ, რომ მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე; და უნდათ, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ... საერთოდ, როგორ არის შესაძლებელი, ამბობდე, რომ ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანა არის გატაცება... აი ეს არის მავნებლური", – განაცხადა მინისტრმა. იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება, რომლის მიზანი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის რისკების მინიმალიზაცია იყო: „მან უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე და რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის თავიდან ასარიდებლად და მსგავსი რისკების მინიმალიზაციის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იგი გადაყვანილიყო მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მასზე მეთვალყურეობა იქნებოდა ბევრად უფრო მჭიდრო და ეს რისკი იქნებოდა სრულად მინიმალიზებული. მინისტრის თქმით, დღეს მსჯავრდებული სააკაშვილი განთავსებულია მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და მასზე ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი. რატი ბრეგაძემ ისაუბრა სააკაშვილის უსაფრთხოების საკითხზეც. მინისტრის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციით ცხადი გახდა, რომ იგეგმებოდა მსჯავრდებულის გადაყვანის ხელშეშლა, რაც თავიდან იქნა აცილებული. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პენიტენციური სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც პატიმრის უსაფრთხოდ გადაყვანა უზრუნველყო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)