01:17 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 15:20:27, 591 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - შიშით, სტრასბურგის სასამართლოს კადრების გასაჯაროება არ მოეთხოვა, თავად მოუწიათ გავრცელება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მტკიცებით, "ქართული ოცნება" იძულებული გახდა, სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის კადრები გაევრცელებინა, რადგან იცოდნენ, რომ კადრები მაინც გასაჯაროვდებოდა.

"იმის შიშით, რომ არ გაუვრცელდეს ის კადრები, სადაც აღბეჭდილია მასზე ძალადობა და სტრასბურგის სასამართლომ არ მოსთხოვოს კადრების გასაჯაროება და მიწოდება მათთვის, თუ როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი მათივე ენით შესახლებული, მაგრამ სინამდვილეში ძალადობით შეყვანილი, გადაწყვიტეს მათთვის უმტკივნეულესი დილემა ისე, როგორც გადაწყვიტეს. მოუწიათ გასაჯაროება", - ამბობს მელია.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვლის მორიგი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ კადრების გავრცელების მიზანია, აჩვენონ, თუ როგორ "მიაყენა სააკაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა" თანამშრომლებს და როგორ დააზიანა მან ტექნიკა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics