|
2021-11-11 14:59:39, 742 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი – გავრცელებული კადრებით ცდილობენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ღირსება შეულახონ
გავრცელებული კადრები ცალსახად ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მე 18 დაწესებულებიდან გამოიყვანეს მოტყუებით.- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. ადვოკატის განცხადებით, იუსტიციის სამინსიტროს მიერ გავრცელებული კადრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ღირსების შელახვას ემსახურება. "გავრცელებული კადრებიდან, როგორ მე-12 დაწესებულებაში გავრცელებული კადრები, ისე დღევანდელი, ცალსახად ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მე 18 დაწესებულებიდან გამოიყვანეს მოტყუებით, კერძოდ, უთხრეს, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო საავადმყოფოში და ამაზე პრეტენზია არ ჰქონია. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ის მიხვდა, რომ მოიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში, რომელზეც არაერთხელ ჰქონდა დაფიქსირებული, რომ მისთვის იყო ეს მიუღებელი, ვნახეთ მისი წინააღმდეგობა ბუნებრივია. გავრცელებულ კადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ახლა, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებით ეს ფიქსირდება, თუ როგორ ცდილობს პენიტენციური სამსახური ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ისე ახდენს მის იძულებით მოთავსებას მე-18 დაწესებულებაში".- ამბობს საძაგლიშვილი. ცნობისთვის, ცოტახნისწინ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)