01:18 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 13:02:21, 833 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია – სამედიცინო ჩარევას იმ შემთხვევაში მივიღებ, როცა სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში შიმშილობს, აცხადებს, რომ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღბს, თუ ეს სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება.

ხოშტარია აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა რამდენიმე მაჩვენებელი სამედიცინო ჩარევას ითხოვს.

"ჩემი ჯანმრთლობის მდგომარეობა ნორმალურია. როგორც ვთქვი, მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება. რამდენიმე მაჩვენებელი, თირკმლის და ნერვოლოგიური, მოითხოვს ამ ჩარევას, არ მინდა რომ ვინმემ ინერვიულოს და დაპანიკდეს. ეს ის არ არის, რომ მე ახლა ვკვდები და ა.შ. არ გვინდა ზედმეტი მღელვარება. უბრალოდ, თუ ახლა თირკმელზე და ნერვოლიგიურზე სამედიცინო ჩარევას არ მივიღებ, შეიძლება რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს. ამიტომ, ერთ გადასხმას დავთანხმდი. ერთმა გადასხმამ ეს პარამეტრები არ გააუმჯობესა. ის ისევ კრიტიკულ, დაბალ ზღვარზეა. დავთანხმდი მეორე გადასხმას და სანამ ეს საფრთხე არ მოიხსნება, მედიკამენტებს მივიღებ. არ მივიღებ კალორიებს, დანამატებს. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ შევიმსუბუქო მდგომარეობა, არამედ იმისთვის, რომ მდგომარეობა კრიტიკულად არ დამძიმდეს“, - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics