|
2021-11-11 10:58:16, 742 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი სააკაშვილის სასამართლო პროცესზე – ეს არ არის გზა მთავრობისადმი ნდობის გასამყარებლად
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება. იან კელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ იცავს ბრალდებულის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი სასამართლოზე. "ეს არ არის გზა თქვენი მთავრობის ან სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასამყარებლად, თქვენ ამბობთ, რომ არ გაქვთ შესაძლებლობა დაიცვათ სასამართლო პროცესის ადგილი, ასევე არ ანიჭებთ პრიორიტეტს ბრალდებულის უფლებას - დაიცვას საკუთარი თავი ან შეხვდეს მბრალდებლებს ", - წერს იან კელი ტვიტერზე. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს სასამართლო დარბაზში ოპოზიციის "შესაძლო დესტრუქციული მოქმედებების" და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გამო დასწრების უფლება არ მისცეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)