|
2021-11-10 16:51:04, 733 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს - სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯს ლახავს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტს სალოემ ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა- ამის შესახებ ინფორმაციას "Polske Radio" ავრცელებს. მათი ცნობით, პრეზიდენტმა დუდამ, პრეზიდენტ ზურაბიშვილს უთხრა,რომ სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯს ლახავს. "პატივს ვცემ საქართველოს სასამართლო სისტემას, მაგრამ, სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯს ლახავს, პოლონეთს ახსოვს სააკაშვილი, როგორც ლეხ კაჩინსკის მეგობარი, რომელმაც კაჩინსკის საქმის მშვიდობიანი გადაწყვეტა ითხოვა" - განაცხადა ანჯეი დუდამ. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა. ექსპრეზიდენტის მონახულება თავდაპირველად მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეძლო, მოგვიანებით კი თავად ომბუდსმენმა. აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს. იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)