|
2021-11-10 16:39:26, 580 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე მოსამართლეების აცილება მოითხოვა
აცილებას ვაყენებთ იმის გამო, რომ სასამართლო არაფერს არ აკეთებს საიმისოდ, რათა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე დაესწროს- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, ისინი ითხოვენ სასამართლოს მხრიდან მცდელობებს,რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან შედეგები არ მოჰყვება. "აცილებას ვაყენებთ იმის გამო, რომ სასამართლო არაფერს არ აკეთებს საიმისოდ, რათა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე დაესწროს. ჩვენ ვითხოვდით სასამართლოს მხრიდან მცდელობებს, რომელსაც დარწმუნებული ვართ, მაინც არ მოჰყვებოდა შედეგი ხელისუფლების აღებული კურსის გათვალისწინებით, მაგრამ სასამართლოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ამ საკითხისთვის მიეცა სამართლებრივი შეფასება, მეორე - მრავალჯერადად, განგრძობითად მოეთხოვა სააკაშვილის აქ გადმოყვანა და მესამე - მოეხდინა დემონსტრირება იმის, რომ სააკაშვილის აქ არმოყვანა არის კრიმინალური ქმედება და სასამართლომ არცერთი არ გააკეთა", -განაცხადა ბასილაიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)