|
2021-11-09 21:34:27, 637 ნახვა
პოლიტიკა
ინსპექტორის გამომძიებელი - სააკაშვილი სამედიცინო ექსპერტიზას დათანხმდა, მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით
მიხეილ სააკაშვილი, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე, აქედან გამომდინარე არსებობს თუ არა მის სხეულზე რაიმე დაზიანების ჯანმრთლობის დაზიანების კვალი, საჭიროა ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა. მან ამის ჩატარებაზე გამოთქვა თანხმობა მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.- ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძემ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მათ უკვე მიმართეს პენიტენიცურ დაწესებულებას მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით. "მიხეილ სააკაშვილი, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე, აქედან გამომდინარე არსებობს თუ არა მის სხეულზე რაიმე დაზიანების ჯანმრთლობის დაზიანების კვალი, საჭიროა ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა. მან ამის ჩატარებაზე გამოთქვა თანხმობა მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. რაც შეეხება გამოკითხვას, ეს ვერ მოხერხდა, მოგეხსენებათ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოძიება მზად იყო აღნიშნული ფორმითაც ჩაეტარებინა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა, რა თქმა უნდა, პირადად შეხვედრა და გამოკითხვა უფრო კომფორტულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ფორმითაც გამოძიება მზად იყო ჩაეტარებინა გამოკითხვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა პენიტენიცურ დაწესებულებას მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, რათა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდეს მისი გამოთხოვა შესაბამისი დაწესებულებიდან, - განაცხადა მიქელაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)