|
2021-11-09 17:43:33, 805 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გამოკითხავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აპარატის წარმომადგენელი შევიდა. როგორც მან შესვლამდე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ექს–პრეზიდენტი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ადვოკატების თანდასწრებით გამოიკითხება. "დღეს დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა ადვოკატების მონაწილეობით და ასევე, საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება სხვა შემდგომი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა ექსპერტიზის დანიშვმა და ა.შ", - თქვა გიორგი მიქელაძემ. ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინებისა და სოციალურ ქსელისა და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 9 ნოემბერს სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)