|
2021-11-09 14:44:11, 631 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია მოწამვლაზე - ყურადღების გადატანის მცდელობაა, აბსოლუტურად არაადეკვატურ საკითხზე
"დროას ლიდერი", ელენე ხოშტარია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მისი მოწამვლის შესახებ ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობაა. მისი თქმით, ერთადერთი, რაზეც "ქართულმა ოცნებამ" უნდა იფიქროს სააკაშვილის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პასუხისმგებლობაა. "ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და ჩემს ჯანმრთელობაზე, არის ქართული ოცნება, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა. ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე და მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ან აქცენტების და ყურადღების გადატანა, არ გამოუყვათ. ერთადერთი, რაზეც მათ ფიქრი მოუწევთ, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან მიხეილ სააკაშვილის და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.", - განაცხადა ხოშტარიამ. ცნობისთვის "ქართული ოცნების: თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთ-ერთ თათბირზე „ნაციონალური მოძრაობა“ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)