00:21 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 14:05:04, 692 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გუშინ რადიკალების მხირიდან, განიხილებოდა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი

 გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, რადიკალების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა.

„გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რადიკალების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ასეთ მცდელობას შედეგი ვერ ექნება.

ჩიხში შესული რადიკალებისგან დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის- საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც, რამდენიმე დღის წინ, სუს-მაც გაავრცელა განცხადება. განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.

რაც მოგვეწოდა გაუთქმელობის პირობით, შედგა 10 კაციანი თათბირი, სადაც განიხილეს ეს საკითხი მკაცრად ვაფრთხიოლებ ყველას ხელი აიღონ მსგავს ქმედებაზე.“, - განაცხადა კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics