|
2021-11-09 12:44:36, 534 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან საუბარი იყო პერსონალურ სანქციებზე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრაზე საუბარი იყო პერსონალურ სანქციებზე. მისივე თქმით, სანქციები არ ნიშნავს, რომ საპროტესტო მოძრაობა უნდა შენელდეს, პირიქით, მელიას თქმით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს სხვადასხვა ფორმითა და შინაარსით. "პერსონალურ სანქციებზე, რა თქმა უნდა, იყო საუბარი ჩემი და მეგობრების მხრიდან. ვამბობ იმ დოზით, რამდენადაც შემიძლია – ასე გააგრძელებს და, როგორც ჩანს, გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ვერ ასცდება იმ მკაცრ სასჯელს, რომელსაც სანქციას ვუწოდებთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძლავრი საპროტესტო მოძრაობა უნდა შენელდეს, პირიქით, ყოველდღე მძლავრი საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება, სხვადასხვა საპროტესტო აქციით, სხვადასხვა შინაარსის, სხვადასხვა ფორმის, დღეში რამდენიმეჯერ, მანამ, სანამ არ დაბრუნდება მიტაცებული სახელმწიფო, არ დაბრუნდება მოპარული არჩევნები და პირველ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ იქნება უზრუნველყოფილი. არ არის სახუმარო ვითარება ამ ორ ადამიანთან მიმართებით. ამაზეც გვქონდა კონკრეტული საუბარი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)