|
2021-11-09 11:42:15, 569 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიამ დღეს, პარლამენტთან, 19:00 საათზე მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს, პარლამენტის წინ, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსა. მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში. "დღეს რუსთაველის გამზირზე, 7 საათზე, პარლამენტთან ვიკრიბებით. მნიშვნელოვანია არდაღლა, ბრძოლა ორგანიზებულად, თავმიმდევრულად. ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა გაათენა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 7 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შევიკრიბოთ". – მოუწოდა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. ექსპრეზიდენტის მონახულება თავდაპირველად მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეძლო, მოგვიანებით კი თავად ომბუდსმენმა. აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს. იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)