|
2021-11-09 09:38:45, 545 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია დღეს, 10:00 საათიდან საპროტესტო აქციების დაბატებით წერტილებში გაშლას აანონსებს
ოპოზიცია დღეს, 10:00 საათიდან საპროტესტო აქციების დამატებით წერტილებში გაშლას აანონსებს, – აღნიშნულის შესახებ ენმ–ის ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, პროტესტი იქნება უწყვეტი. „9 ნოემბერს, დილის 10:00 საათზე დამატებით წერტილებში გავშლით აქციებს. აქცია გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან, იქ, ვისი ვალდებულებაცაა, რომ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც ახლა ჰყავთ. ასე ეტაპობრივად აზვირთდება პროტესტი. ნერვების ომიც მოსაგებია. არანაირი სახლი, დღეიდან სახლი და ოჯახი თავისუფლების მოედანია“, - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ გუშინ საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე გამართა, საიდანაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და მოახდინეს შენობის შესასვლელის ბლოკირება. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებშიც იმყოფებიან. ცნობისთვის, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გუშინ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, გადაყვანილი იყოს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)