|
2021-11-09 01:13:53, 871 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო უწყება - დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანა იმედგაცრუებას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანით და მოუწოდებს ქართულ მხარეს, რომ ექსპრეზიდენტი გადაიყვანონ სამედიცინო კლინიკაში. "უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გლდანში, მეთვრამეტე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანით და იმით, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო. მოვუწოდებ ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, რომელსაც ექნება ყველა აუცილებელი შესაძლებლობა სამედიცინო და გადაუდებელი ზრუნვის აღმოჩენისთვის. დღეს ამის შესახებ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას გადაეცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის სამომავლო ყოფნა პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში შექმნის დამატებით რისკსა და დაძაბულობას, რომელიც, შესაძლოა, აცილებული იქნას ჰუმანიტარული მოსაზრებით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო აგრძელებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტაციის განსაკუთრებულ კონტროლს".
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)