|
2021-11-08 23:34:30, 608 ნახვა
პოლიტიკა
პირადი ექიმი - მოვითხოვ, ვნახო სააკაშვილი, გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო
გუშინ ვნახე, იყო საკმაოდ სუსტად, გუშინვე მოვახსენე ამის შესახებ საზოგადოებას და დღეს ამიტომ ჩავატარე დილას კონსილიუმი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კონსილიუმი ჩავატარეთ ავადმყოფის გარეშე - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა. მისი თქმით, იგი მოითხოვს სააკაშვილთან შეხვედრას, რადგან ძალიან ღელავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. „მე გუშინ ვნახეპრეზიდენტი სააკაშვილი ბოლოჯერ , იყო საკმაოდ სუსტად, გუშინვე მოვახსენე ამის შესახებ საზოგადოებას და დღეს ამიტომ ჩავატარე დილას კონსილიუმი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კონსილიუმი ჩავატარეთ ავადმყოფის გარეშე, რამდენიმე საათი ვიყავით იქ, მაგრამ მიშა არ გვინახავს. ამიტომ ვითხოვ, მოვითხოვ, არ ვიცი რა სიტყვები გამოვიყენო , აუცილებელია ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ძალიან ვღელავ მისი მდგომარეობის შესახებ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომ, ჩემი აზრით, ჩემ მიერ და ჩემი კოლეგების მიერ მისი ნახვა დღეს აუცილებელია“ - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)