|
2021-11-08 21:39:01, 704 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობაზე შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა მზარდი იყო
მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა, შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა, შეიქმნა მზარდი, ბუნებრივია, იქმნებოდა მსგავსი ტიპის რისკი და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარების რისკის მინიმილიზაციის და პრევენციის გამო, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბერგაძემ "ტვ იმედის" ეთერში გაანაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი განთავსებულია გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, მასზე იზრუნებს სამედიცინო პერსონალი და მისი მეთვალყურეობა იქნება უფრო უკეთესი და მჭიდრო. "მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა, შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა, შეიქმნა მზარდი, ბუნებრივია, იქმნებოდა მსგავსი ტიპის რისკი და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარების რისკის მინიმილიზაციის და პრევენციის გამო, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ის განთავსებულია გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, მასზე იზრუნებს სამედიცინო პერსონალი და მისი მეთვალყურეობა იქნება უფრო უკეთესი და მჭიდრო. ეს განპირობებული იყო, რა თქმა უნდა, ასევე უსაფრთხოების მოტივებით, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სუს-ის ბრიფინგი, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ თუ მოხდებოდა პატიმრის გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, მობილიზებული იქნებოდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომელიც შეეცდებოდა გზების ჩახერგვას და ხელშეშლას, ასევე გვქონდა სხვა ინფორმაციაც და ზოგადად ამ პატიმრის ირგვლივ არსებული სიტუაცია წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნა, სწორედ ამ მოტივების გამო, ის გადავიყვანეთ შესაბამის დაწესებულებაში." - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)