|
2021-11-08 12:34:17, 642 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: 40 დღე იმარხულა, აღსარება თქვა და ეზიარა – მისი კლინიკაში გადაყვანა უბრალოდ ადამიანურია
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა რუსთავის #12 საპატიმროში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, თქვა აღსარება და ეზიარა. ამასთან მეუფე აღნიშნავს რომ, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა ადამიანური და ჰუმანურია. "მე ვიყავი საპყრობილეში, მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ეს არის პურის პატარა ნამცეცი, რომელიც არის გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით. მან ეს მიიღო. ეს ისტორიული დღეა - მასზე ხშირად ამბობენ: მოინანოის, შეინანონს. სინანული, ქრისტიანული ქმედებით, არის მოქმედება. ეს არ არის ნიანგის ცრემლები და მოჩვენებითი აღიარება, იმისთვის, რომ ადამიანმა საპყრობილიდან თავი დაიხსნას. ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და 40 დღე იმარხულა. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, 40 დღე იმარხულეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გასწია. კლინიკაში გადაყვანა ადამიანურია უბრალოდ, ჰუმანურია. მე ვფიქრობ, საჭიროა... ნუ, მე ამას ვერ ვიტყვი, ექიმი არ ვარ, მაგრამ ასეთი ადამიანი, ერთის მხრივ, ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, მეორეს მხრივ, ადამიანი, რომელიც ასეთი მძიმე სტრესის ქვეშაა, ფიზიკურის სტრესის ქვეშ, 40 დღეა, ადამიანი მშრალად მარხულობს, განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება." - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)