|
2021-11-08 11:11:53, 586 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე – როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და მარცხდები, ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი
ოპოზიციისთვის რთლად მისაღები იყო მორიგი მარცხი, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს, ეს ბევრ რამეს ნიშნავს, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშილის თქმით, დადგა დრო, რომ ვიწროპარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენონ. "კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს მათთვის უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი. ჩვენ ახლა გვაქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი. კიდევ ერთხელ, მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო, რომ საკუთარი პირადი, ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს სახელმწიფოს, ხალხის ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ, თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი. ჩვენ მთელი მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა. ჩვენი გამარჯვება არის საერთო გამარჯვება", - განაცხადა პრემიერმა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)