|
2021-11-07 17:29:16, 684 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„არ აგარევინებთ“ - ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით, აქცია მიმდინარეობს. აქცია საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელის, გია გაჩეჩილაძის ორგანიზებით იმართება. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებსა და წინა ხელისუფლების სისხლიან რეჟიმს გააპროტესტებენ. მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ცნობისთვის, 2007 წლის 6 ნოემბერს ოპოზიციამ განაცხადა, რომ მოშიმშილეებისათვის, რომლებსაც წვიმიან ამინდში უწევდათ ღია ცის ქვეშ ყოფნა, პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმას აპირებდნენ. 7 ნოემბერს, დილით, საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებდა დედაქალაქი კარვების ქალაქად გადაქცეულიყო. მისი თქმით, აუცილებელი იყო რუსთაველის გამზირზე მოძრაობის აღდგენა და ტერიტორიის გაწმენდა. იმ დროს სახალხო დამცველმა, დღეს კი ქართული ოცნების გუნდის ლიდერმა, სოზარ სუბარმა დაგმო დილით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის, მათ შორის მოშიმშილეების დარბევის ფაქტი. ოპოზიციამ საპროტესტო აქცია განაახლა. პარლამენტის წინ შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე დაიკავეს. იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა. პოლიცია ხელკეტებით უსწორდებოდა მომიტინგეებს, რომლებიც სამანქანო გზის დაკავებას ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო ასობით პოლიციელი, რომლებმაც მოგვიანებით დატოვეს ტერიტორია.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)