|
2021-11-06 21:24:57, 718 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ხელისუფლებამ რეალურად დაგვიანონსა მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა
დღეს, რაც დამატებით იკადრა ხელისუფლებამ, რეჟიმმა, ივანიშვილმა, კალაძემ, კობახიძემ, ღარიბაშვილმა და სხვებმა, რეალურად დაგვიანონსეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, გაცხადებული მკვლელობა, ესეც ცხადზე უცხადესია.-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ,რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია,რადგან ისინი არ არიან საზოგადოების უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი. „პირველ რიგში მადლობა ყველას ვინც აქ მოვიდა,დღეს არ ვაპირებ ბევრ საუბარს, მაგრამ შეიძლებლია არ ვისაუბრერო იმაზე, როცა ხელისუფლება ძალადობას ასაღებს არჩევნებად, როცა ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ასაღებს მართლმსაჯულებად, როდესაც ხელისუფლება პოლიტიკურ პოლიციას გისაღებს ხალხზე მზრუნველ პოლიციად, როდესაც პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას ხელისუფლება გისაღებს დიეტად, როდესაც კორუფციაში იხრჩობა ხელისუფლება, მოსახლეობა ღარიბდება, როდესაც დაგცინიან და გეუბნებიან, რომ არჩვენებს აღარ ჩაატარებენ არასოდეს და გეუბნებიან, რომ მუდმივად ისინი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, არადა ვითარება, განწყობა საზოგადოებაში რბილად რომ ვთქვათ, განსხვავებულია, დღეს ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც უმცირესობის მხარდაჭერით არის მოკალათებული იქ, სადაც არ უნდა იყვნენ. მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია, ისინი არ არიან საზოგადოების უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი. ეს არის ცხადზე უცხადესი და წერტილი უნდა დავუსვათ, ამაზე საუბარი აღარ უნდა იყოს. დღეს, რაც დამატებით იკადრა ხელისუფლებამ, რეჟიმმა, ივანიშვილმა, კალაძემ, კობახიძემ, ღარიბაშვილმა და სხვებმა, რეალურად დაგვიანონსეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, გაცხადებული მკვლელობა, ესეც ცხადზე უცხადესია. ჩვენ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რისთვის მიიტანა საკუთარი ჯანმრთელბა და სიცოცხლე სამხვერპლოზე მიხეილ სააკაშილმა და რისთვის ვიბრძვით ჩვენ. ვიბრძვით იმისთვის, რომ მიტაცებული სახელმწიფო უკან დავიბრუნოთ და აუცილებლად დავიბრუნებთ. ქალაქ-ქალაქ ვიარე და განგებ ვდებდი ფიცს, რომ საქართველოს ძალიან ბევრ ათას მოქალაქესთან ერთად აუცილებლად გამარჯვებულები შევალთ სახლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლებში შესვლა აღარ იქნება. დასრულებულია, ეს საკითხი არის გადაწყვეტილი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი“, - განაცხადა მელიამ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)