|
2021-11-06 20:07:51, 585 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - წვინტლიანი იუსტიციის მინისტრი, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დამნაშავეა გასამართლდება
თქვენ ნახეთ ის წვინტლიანი იუსტიციის მინისტრი, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დამნაშავეა და ის გასამართლდება, როგორც სახელმწიფო დამნაშავე და როგორც "მელკი" პროვოკატორი. - ამის შესახებ ოპოზიციურმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ისაუბრა. მან ხელისუფლება პუტინი რეჟიმს შეადარა და განაცხადა, რომ ეს არის ის, რასაც პუტინის რეჟიმი უკეთებს თავის მოწინააღმდეგეებს. "თქვენ ნახეთ ის წვინტლიანი იუსტიციის მინისტრი, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დამნაშავეა და ის გასამართლდება, როგორც სახელმწიფო დამნაშავე და როგორც "მელკი" პროვოკატორი, როგორც პირდაპირ გეტყვით, არ მომერიდება, როგორც წვინტლიანი ნაბიჭვარი, რომელმაც გუშინ შიშის ზღვარზე გაბედა და დაიწყო ქირქილი, რომ თითქოს, რაღაც საჭმელებს იღებს სააკაშვილი და თითქოს არ შიმშილობს. მაშინ, შე წვინტლიანო ნაბიჭვარო, მინდა, გკითხო, ვისთვის შექმენი ეს კონსილიუმი? ვისთვის დადიან ექიმები აქ ყოველდღე, თუ არ შიმშილობს. თქვე მართლა ნაბიჭვრებო, რა სალამურიდან გამოგთალათ, თქვენი... ახლა ეს ტყუილი, რომელიც გუშინ დადგეს და დღეს მთელი დღე მდინარაძეებმა, ამ კოლექტიურმა სახეზებმა კაკაფონია ატეხეს, ამ კაკაფონიას კარგად უპასუხა, სიმართლით უპასუხა ომბუდსმენმა და მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა განცხადება გააკეთა, რომ ყოველი პრეპარატი, ყოველი გრამი სითხის, თუ რაღაც ტაბლეტის, რასაც სააკაშვილი იღებს შიმშილობის 37-ე დღეს, არის მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების და ექიმების მიერ დანიშნული და ამ ნაგვებმა ახლაც უკვე ციხის კადრების გავრცელება დაიწყეს, ამოჭრილის და ასე უნდათ გააბინძურონ და ამოსვარონ ტალახში ადამიანი, რომელიც 37-ე დღეა შიმშილობს. მე თქვენ გეტყვით, მეგობრებო, ეს არის ჩვეულებრივი პუტინის რეჟიმის დუპლიკაცია, ეს არის ზუსტად ის, რასაც პუტინის რეჟიმი უკეთებს თავის მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ვართ თავისუფალი ერი და ვერცერთი ადამიანი ვერ აიტანს იმას, რასაც ჩვენ დღეს გვკადრებენ" - განაცხადა გიგი უგულავამ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)