21:50 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 17:29:23, 692 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა ცხვარაშვილი: მიხეილ სააკაშვილი იღებს ყველა იმ საკვებ დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში იღებს საკვებს, მათ შორის,  თხევადი და არათხევადი სახით.

,,გიდასტურებთ, რომ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა,  გარკვეული პერიოდია, დაიწყო მიღება საკვები დანამატების, მათ შორის,  თხევადი და არათხევადი სახით; ასევე კონკრეტული დანიშნულების ნატურალური  წვენების. ეს პერიოდი,  მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე.  ის იღებს ყველა იმ  საკვებ დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის",  - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი უწყების  მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე  ეს საკითხი მსჯელობის საგანია.

,,რაც შეეხება  კადრების გასაჯაროებას, ამაზე ჯერჯერობით პასუხს ცალსახად ვერ გაგცემთ, რადგან ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რაზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს", - აღნიშნა ნიკა ცხვარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics