|
2021-11-04 18:49:22, 825 ნახვა
პოლიტიკა
გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტს დახმარებისთვის მიმართავს - „შვილს თვალწინ მიკლავენ“
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის დახმარებისთვის მიმართავს. ვიდეომიმართვაში, რომელიც ექსპრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, გიული ალასანია აღნიშნავს, რომ მისი შვილი რაიმე გზებით უკრაინაში უნდა გადაიყვანონ, რათა შესაბამისი მკურნალობის მიღება შეძლოს. "მე მიხეილ სააკაშვილის დედა ვარ. სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვართ. ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ. მინდა მივმართო ბატონ ზელენსკის, რომელიც არაერთხელ და ადრეც დაგვხმარებია, მაგრამ ახლა ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მისი მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენ როგორმე უნდა მოვაწყოთ მიხეილის გადმოყვანა აქ, უკრაინაში, რათა მან შეძლოს შესაბამისი მკურნალობის, შესაბამისი მზრუნველობის მიღება და შეძლოს, რამენაირად გადარჩეს. მას შიმშილობის 35-ე დღე აქვს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? შესაძლოა ნებისმიერი რამ მოხდეს ნებისმიერ მომენტში. მაგრამ ეს არავის ადარდებს. ერთადერთი რასაც მას სთავაზობენ - ციხის კლინიკაა, სადაც არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, სადაც არაა არანაირი პირობა ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის. მე თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველა თქვენგანის - უკრაინის ხალხის, დეპუტატების. და მე მივმართავ უკრაინის მთავრობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის", - ამბობს გიული ალასანია.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)