|
2021-11-03 20:20:10, 1043 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძე - ელენეს აქვს დეპუტატის უფლებამოსილება და ვერ გაიყვანთ შენობიდან, თუ შეეცდებით კიდევ უფრო მეტ ფასს გადაიხდით
ელენეს აქვს დეპუტატის უფლებამოსილება, ამიტომ ვერ გაიყვანთ შენობიდან. თუ ამას შეეცდებით კიდევ უფრო მეტ ფასს გადაიხდით, რომ დეპუტატი ოთახში შიმშილობს. თუ შეეცდებით გაყვანას, მოჰყვება რეაქცია, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე, პარტია "დროს" ლიდერს ელენე ხოშტარიას შიმშილობასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ელენეს შეუერთდნენ სხვა ადამიანებიც მათ შორის შესაძლო მისი კოლეგები. ,,ელენეს ნაბიჯი არის მამაცური მოქმედება როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქის. ვუცხადებ სოლიდარობას და მომწონს ბრძოლის ეს ფორმა. თუ მკითხავთ რატომ არ ვუერთდები ამ აქტს, გეტყვით, რომ მაქვს კონკრეტული საქმეები, რომელიც ვერავის გადაბარდება და ყველას ჩვენი როლი გვაქვს ამ ბრძოლაში. შესაძლებელია ელენეს შეუერთდნენ სხვა ადამიანებიც, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი იყვნენ ჩვენი კოლეგებიც, თუმცა არ ვხედავ ამის აუცილებლობას. ელენეს, როგორც ერთი ინდივდის ბრძოლა არის მისასალმებელი და დასაფასებელი. სწორედ ასეთი მოქმედებებით ყველანაირი გზა უნდა მოვძებნოთ, რომ დასრულდეს ეს რეჟიმი. ამ საკანონმდებლო ორგანომ დაკარგა თავისი ფუნქცია. მინდა შევახსენო თანამშრომლებს, რომლებიც ფიქრობენ როგორ გაიყვანონ ელენე აქედან, ელენეს აქვს დეპუტატის უფლებამოსილება, ამიტომ ვერ გაიყვანთ შენობიდან. თუ ამას შეეცდებით კიდევ უფრო მეტ ფასს გადაიხდით, რომ დეპუტატი ოთახში შიმშილობს. თუ შეეცდებით გაყვანას, მოჰყვება რეაქცია, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა”, - განაცხადა ხერხეულიძემ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)