|
2021-11-03 19:54:02, 1077 ნახვა
პოლიტიკა
გორდონი პრემიერის განცხადებაზე - მან თქვა თავს თუ მოიკლავ კისერიც გიტეხია და სახელმწიფო წინააღმდეგი არ იქნება
საქართველოს პრემიერმა საერთოდ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თვითმკვლელობის უფლება, მან რა თქმა უნდა, სააკაშვილი იგულისხმა, ანუ თავს თუ მოიკლავ კისერიც გიტეხია და სახელმწიფო წინააღმდეგი არ იქნება. ამის შესახებ უკრაინელმ ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ კომენტირებისს, უკრაინის ტელევიზიის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სააკაშილმა 20 კილოგრამი დაიკლო. "სააკაშვილის მდგომარეობა, მინუს 20 კილოგრამი, მეტყველება შეფერხებულია, მოძრაობა ნელი, კარგი განწყობა აქვს, მხნედ არის, მაგრამ როგორც ვიცი, უკიდურესად ცუდი მდგომარეობაა, ეს გამოიხატება სააკაშვილის მიმართ ციხის მცველების საშინელ დამოკიდებულებაშიც. საქართველოს პრემიერმა საერთოდ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თვითმკვლელობის უფლება, მან რა თქმა უნდა, სააკაშვილი იგულისხმა, ანუ თავს თუ მოიკლავ კისერიც გიტეხია და სახელმწიფო წინააღმდეგი არ იქნება. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში პრემიერმინისტრმა თავს ამის თქმის უფლება მისცეს, რა სიველურეა ეს",-განაცხადა დიმიტრი გორდონმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 34-ე დღეა საკანში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ "კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას". რაც შეეხება გორდონს, იგი 27 ოქტომბერს ქვეყანაში არ შემოუშვეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მეუღლესთან ერთად უკან სამშობლოში დაადეპორტეს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)