|
2021-11-03 16:40:54, 856 ნახვა
ეკონომიკა
მესტია-ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება განახლდება
10 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს, ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება.-ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების“ გაერთიანება ა ავრცელებს. მათი ცნობით, რეისები მსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდით L 410-ით შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივი აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ოთხშაბათობით მოფრენა 12:00 საათზე განხორციელდება, ხოლო დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან უკან გაფრენა მესტიის მიმართლებით 13:30 საათზე შესრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, შესაძლოა მოთხოვნიდან და საჰაერო ხომალდის დატვირთულობიდან გამომდინარე, რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდოს. ,,მოგეხსენებათ, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი თანდათან იტვირთება. უკვე გვაქვს 23 ევროპული და აზიური მიმართულება. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ისტორიული მიმართულება ქუთაისი-მესტია აღდგეს. ეს იყო, როგორც ადგილობრივი ტურისტული სექტორის მოთხოვნა, ისე სურვილი ჩვენი მგზავრების მხრიდან. ეს მიმართულება განსაკუთრებით კარგად იტვირთებოდა პოლონელი მოგზაურებით. მოგეხსენებათ, ქუთაისის აეროპორტში პოლონეთის 5 მიმართულებით ხორციელდება ამჟამად პირდაპირი ფრენები. იმედი გვაქვს, რომ ამ რეისის დატვირთულობა მაღალი იქნება. ბილეთის ღირებულება კვლავ უცვლელი, 50 ლარი რჩება,-''განაცხადა თამარ არჩუაძემ. „შიდა ფრენების მიმართულებით პირდაპირი რეისები პანდემიის დაწყების დროს გაუქმდა და ეტაპობრივად განახლდა. ტრადიციულად მესტია-ქუთაისის მიმართულებით, როგორც ადგილობრივები, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები სარგებლობდნენ.“- ნათქვამია განცხადებაში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)