|
2021-11-02 18:08:56, 944 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია: ბრძოლა იწყება გამარჯვებამდე – ფართომასშტაბიანი აქციები არ შენელდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს
ეს ბრძოლა არ დასრულებულა, ახლა იწყება, გამარჯვებამდე, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება უკან დახევა, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ბათუმში ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნიკა მელიამ საპროტსტო აქციები დაანონსა და თქვა, რომ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები არ შენელდება მანამ, სანამ არ გაიმარჯვებს სიმართლე. "ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი პროცესი. ჩვენ არჩევნებში დავუპირისპირდით ვის, რას, ძალიან კარგად ვიცით და ამაზე ყურადღებას არ მივიქცევთ, მაგრამ ეს ბრძოლა კი არ დასრულებულა, ახლა იწყება, გამარჯვებამდე. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება უკან დახევა და არა იმიტომ, რომ ასე გვსურს – არა, ჩვენ ვართ ვალდებულები. ჩვენ მოგვპარეს არჩევანი, ძალადობით და სხვადასხვა უღირსი მეთოდებით და რახან ბიძინა ივანიშილმა გვითხრა, რომ არჩევნების წესით თვალს რეალობას არ გაუსწორებს, ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ ის შემოვიდეს ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში და ამისთვის ჩვენ ვართ მზად, ვართ მზად ყველა ქალაქში, მთელს საქართველოში. ბევრი კითხვა იბადება და მესმის, ვეცდები ყველაზე ტრადიციულ კითხვებს პასუხი გავცე. რას აპირებთ? საპროტესტო აქციების უნდა წაიყვანოთ ქვეყანა? ამ დროს ერთ შეკითხვას ვსვავთ, რა ბელორუსიად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო? დიახაც, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას, დიახაც, ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციები არ შენელდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს უახლოეს მომავალში და არა 2 ან 3 თვეში", – განაცხადა ნიკა მელიამ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)