|
2021-11-02 13:30:20, 647 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – არჩევნების შედეგმა დაადასტურა, რომ 6–თვიანი საუბარი გაყალბებაზე სრული ფარსი და სიცრუე იყო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 30 ოქტომბერს დასრულდა არამხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ ძალიან რთული პოლიტიკური პროცესიც. როგორც კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დაადსტურა, რომ 6–თვიანი საუბჭი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე იყო სრული ფარსი და სიცრუე. "30 ოქტომბერს დასრულდა არამხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ დასრულდა ერთწლიანი, ძალიან რთული პოლიტიკური პროცესიც. ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენ არაერთი სირთულე გამოვიარეთ, ეს იყო პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური პრობლემები, სოციალური პრობლემები, ეს იყო 6-თვიანი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, პოლიტიკური შანტაჟი და ამ ფონზე ციხიდან გაშვებული ორი დამნაშავე, პრემიერ-მინისტრის მხრიდან ღალატი, ქვეყნისთვისა და ჩვენი გუნდისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასევე მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმიც და 47%-იანი მაჩვენებლით პრაქტიკულად გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი. ამ შედეგმა არამხოლოდ კიდევ ერთხელ დაადასტურდა „ქართული ოცნებისადმი“ ქართველი ხალხის ნდობა, არამედ დაამტკიცა, რომ 6-თვიანი საუბარი საპარლამენტო არევნების გაყალბებაზე სრული ფარსი და სიცრუე იყო", – განაცხადა კობახიძემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)