|
2021-11-01 14:43:37, 595 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს სრული შესაძლებლობა, რომ ალტერნატიულ კონსილიუმსაც მიეცეს უფლება მოინახულოს სააკაშვილი
სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს სრული შესაძლებლობა, რომ ალტერნატიულ კონსილიუმსაც მიეცეს უფლება მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნოს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასცეს რეკომენდაციები- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო მაქსიმალურად ბლოკავს ადეკვატურ, დამოუკიდებელ, საღ აზრს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. „პროფესიული წრეებიდან, სამედიცინო სფეროდან წამოსულ ნებისმიერ ინიციატივას, ბუნებრივია, მივესალმებით. თუმცა, ეს რამდენად მოხერხდება ამასთან დაკავშირებით ამ წუთას კონკრეტული განმარტების გაკეთება არ შემიძლია, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ვხედავთ, რომ იუსტიციის სამინისტრო მაქსიმალურად ბლოკავს ადეკვატურ, დამოუკიდებელ, საღ აზრს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს იქნება მის მიერვე შექმნილი კომისიის რეკომენდაციის არგათვალისწინება, სახალხო დამცველის დასკვნის არგათვალისწინება, თუ პრემიერ-მინისტრის პირდაპირ ბოროტული განცხადებები, როდესაც ადამიანს თვითმკვლელობისკენ მოუწოდებდა. სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს სრული შესაძლებლობა, რომ ალტერნატიულ კონსილიუმსაც მიეცეს უფლება მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნოს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასცეს რეკომენდაციები და განახორციელოს ყველა ის ღონისძიება, რაც მისი ადეკვატური მკურნალობისთვის არის მნიშვნელოვანი”, - აცხადებს ბექა ბასილაია.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)