|
2021-10-31 20:52:51, 629 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია სააკაშვილს - ჟინი მიჩნდება ყველაფერი გავაკეთო იმისთვის,რომ მაქედან კი არ გვიყურებდე, არამედ იყო თავისუფალი
მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ მიშა, მე, როგორც შენმა თანამებრძოლმა, როგორც ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ. ბევრი ეცადა მტერმა თუ სადღაც-სადღაც მოყვარეებმა, რომ ჩვენ შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდემა ნიკა მელიამ აქციიაზე განაცხადა. მან საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიმართა და მხნეობა უსურვა. "უდიდესი მადლობა ადამიანს, რომელიც წირავს თავის სიცოცხლეს იმისათვის,რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც 31-ე დღეა უკვე შიმშილობს სამარტოო საკანში. ვიცი გვადევნებს თვალყურს და მინდა, მას მივმართო. მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ მიშა, მე, როგორც შენმა თანამებრძოლმა, როგორც ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ. ბევრი ეცადა მტერმა თუ სადღაც-სადღაც მოყვარეებმა, რომ ჩვენ შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებეს ვხედავდი, კიდევ უფრო ჟინი მიჩნდებოდა და მოტივაცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის,რომ მაქედან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, თავისუფალი, გარეთ, საქართველოს ღირსეული პატრიოტი, დიდი ადამიანი. გამაგრდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას", - განაცხადა ნიკა მელიამ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)