|
2021-10-30 21:35:13, 598 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - გამარჯვება მიღწეულია, მაგრამ ბრძოლა გრძელდება, გთხოვთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავიცვათ ხმები
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დიდი გამარჯვება მიღწეულია, თუმცა ბრძოლა გრძელდება, რადგან წინ ხმის დათვლის პროცესია. უდუმაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ეცდება საარჩევნო უბნებზე მანიპულაციები მოახდინოს, ამიტომ ყველა საარჩევნო უბნებზე უნდა მივიდეს და საკუთარი ხმები დაიცვას. “მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში გავიმარჯვეთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს. ძალიან დიდი გამარჯვება მიღწეულია, მაგრამ ჯერ ბრძოლა გრძელდება, რადგან წინ გვაქვს ხმის დათვლის პროცესი, საარჩევნო უბნებზე, სადაც "ქართულ ოცნებას" ექნება მცდელობა, რომ გარკვეული მანიპულაციები მოახდინოს. ამიტომ ყველას, ვინც დღეს მივიდა საარჩევნო უბნებზე კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, უბრალოდ დავდგეთ საარჩევნო უბნებთან და დავიცვათ ჩვენივე ხმები. უახლოესი ჩვენი ამოცანაა ჩვენი ხმების დაცვა", - ამბობს უდუმაშვილი.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)