|
2021-10-30 13:48:58, 533 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობაში“ დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტებით ხმის მიცემის ფაქტი გამოავლინეს
თამარ კორძაიას განცხადებით, აღმოაჩინეს ერთი ადამიანის ორი პირადობის მოწმობა, რომლითაც ერთ უბანზე იყო გამოცხადებული. “ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს გაყალბებული დოკუმენტებით ხმის მიცემის ფაქტი. ჩვენ გვაქვს ერთი ადამიანის ორი პირადობის დამდასტურებელი მოწმება, სადაც ორივეში ემთხვევა პირადი ნომერი, სახელი, დაბადების თარიღი და ორივეა მოქმედი. არ ემთხვევა გვარი და სერია. აქიდან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ამით მტკიცდება ის, რასაც ქალების განმავლობაში ვამტკოცებთ - გაყალებბული პირადობის მოწმობებით “ქართული ოცნება” აყალბებს არჩევნებს. შესაბამისად, ყველა უწყებას, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს, სისტემური დანაშაულის გამოძიების დაწყებას მოვითხოვთ. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ე.წ “დამკვირვებლების კარუსელი” გახდა ტენდენციური ამ არჩევნებზე. მოპოვებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ადამიანი გამოდის უბნიდან, მას აქვს დამკვირვებლის ბეიჯი, მიდის “ქართული ოცნების” დამკვირვებელთან, საიდანაც ხდება მისი დათვალიერება და აძლევენ ფულს. ეს მოხდა ისნის 44-ე უბანზე. გარდა ამისა, დღეს ასევე მასიურად მობილოზებულია კრიმინალური წარსული მქონე ადამიანები, რომლებიც მიდიან უბანში და ცდილობენ დამკვირვებლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მოუხედავად, რომ იქ დგას პოლიცია, არ რეაგირებე და ეუნებიან, რომ გამოიძახონ პოლიცია.” - ამბობს კორძაია.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)