|
2021-10-30 13:01:40, 535 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ქვეყანას მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს, განსაკუთრებით ღარიბაშვილის, კობახიძის, ივანიშვილის ხელით
მეორე ტურში მაღალი აქტივობაა, ეს ნიშნავს, რომ თბილისმა გაიღვიძა, არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასარგებლოდ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. "დარწმუნებული ვარ გვექნება კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა ის წიანსწარი მონაცემები, რომელიც არსებობს და გამოცხადება საარჩევნო უბნებზე 10 საათისთვის არის გაცილებით მაღალი ვიდრე პირველ ტურში თქვენ იცით, მეორე ტურში არ არის მაღალი აქტივობა და წელს არის გამონაკლისი. ეს ნიშნავს რომ თბილისმა გაიღვიძა , ეს ნიშნავს, რომ თბილსი არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნებსი სასარგებლოდ რა თქმა უნდა სასიხარულოა", - განაცხადა ნიკა მელიამ. ამასთანავე, მელიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქვეყანას არ ჰყავს მოსაკლავი მესამე პრეზიდენტი. "მოვწონვართ ჩვენ ბევრს, თუ არ მოვწონვართ, ამ ქვეყანას, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს. განსაკუთრებით ღარიბაშვილის, განსაკუთრებით კობახიძის, განსაკუთრებით ივანიშვილის, შალვა რამიშვილის და სხვების და სხვების ხელით", - დასძინა მელიამ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)