|
2021-10-30 12:52:17, 1728 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ ჟურნალისტს - გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში მეტი ივარჯიშოთ
გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში ივარჯიშოთ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, თუ ვინ აგებს პასუხს სააკაშვილის სუიციდისთვის, მოგვიანებით კი დააკონკრეტა და იკითხა, რა მოხდებოდა, თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდებოდა. როგორც მთავრობის მეთაურმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო არიან პასუხისმგებლები ყველა პატიმრის დახმარებასა და სააკაშვილი ამ მხრივ არ იქნება პრივილეგირებული. „პირველ რიგში, გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში მეტი ივარჯიშოთ. მეორე, პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო არის ყველა პატიმრის დახმარებაზე პასუხისმგებელი და სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული და არ იქნება პრივილეგირებული. კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული და მას პატივი უნდა სცეს ყველა ჩვენგანმა, ყველა ადამიანმა და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ,“- განაცხადა ღარიბაშვილმა
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)