|
2021-10-30 12:22:17, 599 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, მჯერა, რომ ხალხი ხმას მისცემს სტაბილურობას და არა ქაოსს
მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილმა მოუწოდა მხარდამჭერებს, იაქტიურონ, დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. „მე რა თქმა უნდა ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება მშვიდობა, დამშვიდება, სიწყნარე, სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება, კეთილდღეობა, რაც ჩვენი მთავარი და საერთო ეროვნული იდეა და მიზანია. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, შფოთს, არეულობას, დაპირისპირებას და პოლარიზაციას, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, ეს არის ჩემი სურვილი და მე მჯერა, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ სწორ არჩევანს. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელი და მჯერა, რომ ამ არჩევნებით, რა თქმა უნდა, მოწოდებული ვართ, თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ. მინდა ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ, მივმართო თხოვნით, რომ დღეს დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, რაც არის მნიშნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)