|
2021-10-30 10:16:03, 572 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - რა თქმა უნდა, შემოვხაზე 41, კახა კალაძე, ძალიან დიდი იმედი მაქვს გამარჯვების
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა დედაქალაქის მერმა, სააჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ხმა მისცა განვითარებას და უბნებში მეტი სიცოცხლის შეტანას. კახა კალაძემ მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა. „მე ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, რა თქმა უნდა შემოვხაზე კახა კალაძე, 41, იმისთვის რომ ის აღმშენებლო და განვითარება რაც გვაქვს დაწყებული, გაგრძელდეს, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები ეს ყველაფერი აუცილებლად გაგრძელდება. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, იაქტიურეთ, თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ იმ საქმეების გაკეთება, რაც სჭირდება დედაქალაქს“, - განაცხადა კალაძემ. ამასთანავე, კალაძის თქმით, მას აქვს დიდი იმედი, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „ძალიან დიდი იმედი მაქვს გამარჯვების, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი თანადგომა, არჩევანის გაკეთებაც ძალიან მარტივია. კარგად ვხედავთ მეორე მხარეს რა დგას, რა არის და რა განსხავებაა ჩვენსა და მათ შორის, ასე რომ, ყველა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მინდა წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კალაძემ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)