|
2021-10-30 09:45:51, 466 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს, ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის
დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს, ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელიც ხულიგნობდა, აკოტრებდა კომპანიებს, მეორე მხარეს კი, არის კანდიდატი, რომელიც 4 წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე. „დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს, ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პარტია, რომელიც ჰპირდება ხალხს სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას. რაც შეეხება კანდიდატებს, თბილისში, ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით გამოურჩევია თავი, გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრდებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და ხულიგნობდა. მეორე მხარესაა კანდიდატი, რომელიც 4 წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე. მე მგონია, არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც“, - განაცხადა კობახიძემ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)