|
2021-10-29 21:51:43, 603 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - არ არსებობს ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარ ქვეყანაში კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს
არ არსებობს ადამიანი, ვისაც თუნდაც არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარ ქვეყანაში კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს, არ არსებობს ასეთი რამ. ასე გამოეხმაურა მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას რომლის მიხედვითაც, ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუმცა ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ იქნება. მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულებით გამარჯვებული არ არსებობს. "გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და თქვა, რომ თუ უნდა, მოკვდეს მიხეილ სააკაშვილიო, ვინ მისცა ღარიბაშვილს ამის უფლება? რა მნიშვნელობა აქვს, ვის მოწონს არ მოწონს მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკურად როგორ ვიჩხუბებთ ჩვენ ერთმანეთში და რას გადავწყვეტთ თავისუფალი არჩევნებით, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომ მე ჩემი ქვეყანა ისე წამართვას, რომ ჩემი სახელით გააღოს ციხე, ვინც უნდა ის ჩასვას და მერე ასე შეურაცხმყოფელად ილაპარაკოს? არ არსებობს ადამიანი, ვისაც თუნდაც არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარ ქვეყანაში კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს, არ არსებობს ასეთი რამ. არ არსებობს ასეთი დამოკიდებულებისგან მოგებული, ბიძინა ივანიშვილი იქნება, ღარიბაშვილი, წულუკიანი თუ ვინც გინდა, მისი ერთი გრამი უფლება რომ დაირღვეს, ზუსტად ასეთივე შემართებით უნდა დავიცვათ ის, იმიტომ რომ ჩვენ სახელს და გვარებს კიარ ვიცავთ, ჩვენ ვიცავთ, ზოგადად, ადამიანს, რომელიც უნდა იყოს ღერძი ჩვენი სახელმწიფოსი.- აღნიშნავს ხოშტარიამ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)